Thursday, March 31, 2016

ეს რა ხმაა? (ჩურჩულებენ დრონი)
ვხედავ როგორ დნება თოვლი
გაზაფხულის მოსვლას შეეგება ქორი
ღამე არის უკუნეთის სწორი,
თეოდორის თვინიერში თავს
მოიკლავს სოფი. ეს რა ხმაა?
(მომაკვდავი დედამიწა გმინავს)
ზარებს რეკენ, სანთელს ანთებს ბერი
მას ჭაღარა გასჩენია თმებში ...
ნუთუ მართლაც ჩვენში არის ღმერთი,
ეს რა ხმაა?(ზღვის ტალღები აწყდებიან ნაპირს)
უცხო ქალი მოეჭიდა ბოგირს, თითქოს
ჟაკ კოლენი იწყებს ბოგინს...
ატმის რტო იყვავილებს ცისფრად
თოლიები დაიდებენ ბინას, -და სამყაროს
უნუგეშოდ  მზირალს ციდან წვიმა
ცრემლად დაედინა. ეს რა ხმაა?
მომაკვდავი დედამიწა გმინავს
მზის სხივები  დაადნობენ მყინვარს...